შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროში მივიდა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროში კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით მიხეილ გიორგაძე გამომცემლებსა და მწერლებს ხვდება და გიორგი გახარიაც სწორედ ამ შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.
imedinews-ის ცნობით, შესაძლოა გახარიას სამინისტროში მისვლა, პოეტ ზვიად რატიანის საქმეს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, მას პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.