ვენესუელაში მოროდიორობის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავეს. რეიდები შობის დღეებში ბოლივარის შტატში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად სავაჭრო დაწესებულებების დარბევა და გაძარცვა ედებათ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაუფასურებამ ვენესუელაში მძიმე სასურსათო კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც ზარცვისა და მოროდიორობის შემთხვევებმა იმატა.