ინციდენტი რუსეთი-ფინეთის საზღვარზე. ტორფიანოვკის საბაჟო ფინეთიდან მიმავალმა მიკროავტობუსმა შლანბაუმი გაარღვია და რუსეთის საზღვარზე გადავიდა. ინციდენტის შედეგად ერთი მებაჟე დაშავდა. მიკროავტობუსში მყოფები სავარაუდოდ შეიარაღებულები იყვნენ. პოლიციამ მიკროავტობუსი ტორფიანოვკის დასახლებაში იპოვნა. საზღვის უკანონო გადამკვეთებს კი ამ დრომდე ეძებენ.