პარლამენტის ახალი ფრაქციების შემადგენლობა ცნობილია. ,,ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, გოჩა ენუქიძის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის 11 წევრი გაერთიანდება. კერძოდ: გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, პაატა მხეიძე, ილია წულაია, ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე, ირაკლი ხახუბია, ედიშერ თოლორაია.
რაც შეეხება ბიძინა გეგიძის ფრაქციას, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ის შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან – ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი კოპაძე და კობა ნაკაიძე.
ფრაქციებზე დღეს, თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, მოგვიანებით კი ორივე ფრაქცია ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.