თავდასხმა მოსკოვში. შეიარაღებულმა მამაკაცმა საკონდიტრო ფაბრიკა „მენშევიკის“ შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
თავდასხმას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. პოლიციამ შენობის ბლოკირება მოახდინა. სამართალდამცველები თავდამსხმელის დაკავებას ცდილობენ. წინასწარი ვერსიით, სროლა ფაბრიკის მფლობელებს შორის კონფლიქტს მოჰყვა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.