ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლის ეზოში 200-წლოვანი მაგნოლიის მოჭრა მოითხოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება. ხე თეთრი სახლის ეზოში 1828 წელს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯეკსონმა დარგო. როგორც სპეციალური კომისია იტყობინება, ხე ლპება და უსიამოვნო სუნი ასდის. მაგნოლიას სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოჭრიან.