პერუს ყოფილმა დიქტატორმა ალბერტო ფუხიმორიმ ქვეყნის მოსახლეობას პატიება სთხოვა.
„ ვიცი, რომ ადამიანების ნაწილს იმედები გავუცრუე. მე მათ მთელი გულით ვთხოვ პატიებას“,-განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
ფუხიმორი კორუფციის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. ის ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა პედრო კუჩინსკიმ შეიწყალა. ფუხმორი განუკურნებელი სენითაა დაავადებული. ექსდიქტატორის შეწყალების მიზეზი მისი ავადმყოფობა გახდა.