ამერიკის სენატის სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაველაძე დაკითხა. კაველაძე ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელიც 2016 წლის ივნისში დონალდ ტრამპის ვაჟისა და რუსი ადვოკატის, ნატალია ვესელნიცკაიას შეხვედრას ესწრებოდა. საქმე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხება. კაველაძის წინააღმდეგ კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობას და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.