ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ბებიის, კიმ ჩენ სუკის 100 წლის იუბილე იზეიმეს. ფხენიანმა მისი სახელობის საფოსტო მარკები გამოუშვა, ადგილობრივ მედიაში კი კიმ ჩენ სუკის გმირობებზე ასობით სტატია დაიბეჭდა.
კიმ ჩენ სუკი ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებლის, კიმ ირ სენის პირველი მეუღლე იყო. 30-იან წლებში ის იაპონელების წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლაში იყო ჩართული.
კიმ ჩენ სუკი 1949 წელს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.