თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, გულის შეტევით, ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს ოთარ მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა, არ დააკმაყოფილა.
როგორც აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს ექსპერტიზის დასკვნაშიც ჩანს, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მისი გარეთ ყოფნა ზეგავლენას მოახდენს მართლმსაჯულების პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.