რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ალექსეი ნავალნის თავის შტაბში მუშაობა შესთავაზა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. სობჩაკის თქმით, ნავალნის არჩევნებზე არდაშვება უსამართლობაა, თუმცა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება არაეფექტურია, რაც შედეგს არ მოიტანს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ნასამართლევობის გამო უთხრა, რის გამოც მან კანდიდატებს არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.