ახლო მომავალში უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმები უნდა მოვძებნოთ,“- აღნიშნა ზიგმარ გაბრიელმა. მანამდე ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ღიად განაცხადა, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგია.