„ბრიტანეთს ვერ დააშინებთ, როცა საქმე ჩენი ქვეყნის, ხალხისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. უკან არ დავიხევთ, დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ წყლებს და არ მოვითმენთ არანაირ აგრესიას“ -ამ გზავნილით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს მიმარტა. მწვავე განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსულმა გემა „ადმირალ გორშკოვმა“ ბრიტანეთს საზღვაო საზღვარი გადაკვეთა. მის გასაძევებლად ბრიტანეთის ფლოტმა სამხედრო ფრეგატი გაგზავნა. ინციდენტი 23 დეკემბერს მოხდა. რუსული მხარის განცხადებით, ხომალდი გამოცდას გადის, რომლის ფარგლებშიც ის რეგულარულად ცურავს ბალტიისა და თეთრ ზღვებს შორის.