რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის მიზეზი ოპოზიციონერის ნასამართლევობა გახდა. განაცხადი ცესკოში ნავალნიმ გუშინ შეიტანა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.