მოსკოვში მეტრო „სლავიანსკი ბულვარზე“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულმა მძღოლმა ავტოკატასტროფის მიზეზი დაასახელა. დაკავებულის თქმით, მას მუხრუჭისა და გაზის ფეხის ბერკეტები ერთმანეთში აერია. ტრაგედია მოსკოვში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელში გადავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.