25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5372 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.30 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0079 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0030 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6651 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3943 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 დეკემბრიდან შევა ძალაში.