ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ის პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“ დაასახელა. სობჩაკი მესამე ქალი კანდიდატია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მანამდე კანდიდატებად დარეგისტრირება „პეტროსტალის“ მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელმა ნატალია ლისიცინა და პარტია „ქალური დიალოგის“ წარმომადგენელმა ელენა სემერიკოვამ მოითხოვეს.