ჩეჩნეთის პრეზიდენტს სოციალურ ქსელებს უბლოკავენ. 23 დეკემბერს რამზან კადიროვის გვერდები ფეისბუკსა და ტვიტერზე დაიბლოკა, დღეს დილით კი მისი გვერდი ინსტაგრამიდანაც გაუჩინარდა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა კრემლის პრეს-მდივანი.
„სოციალური ქსელების მიმართ, კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება. რა თქმა უნდა, მომხდარით შეშფოთებულნი ვართ,“-განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.