საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც თავად პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი პრემიერთან ერთად პირადად მიულოცა.
"ბედნიერ თარიღებს ვზეიმობთ - პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს. ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის და სიხარულის გრძნობას გვანიჭებს ყველას.