თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მორიგი ანტიტერორისტული რეიდი მოაწყო. დაკავებულია უცხოეთის 22 მოქალაქე. ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებასტან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთა უმრავლესობა სავარაუდოდ სირიასა და ერაყში ისლამისტთა მხარეს იბრძოდა.