სკანდალური ვებ-გვერდის, ვიკილიკსის დამფუძნებლის გვერდი ტვიტერიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ. ტვიტერის ადმინისტრაცია კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. საიდუმლო მასალების გასაჯაროვებაში ბრალდებული ასანჟი თავს ამ დრომდე ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს.