სემეკში "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფებზე მსჯელობა 27 დეკემბრამდე გადაიდო. სემეკის სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 27 დეკემბრამდე გადადებულიყო "ჟინვალჰესის" ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე მსჯელობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ კომისიის სხდომის დაწყებისთანავე გამოაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელია, საოპერაციო დანახარჯების დაზუსტება, რის გამოც საკითხზე მსჯელობა 27 დეკემბერს გაიმართება.