რინგო სტარი რაინდის ტიტულის მფლობელი გახდება. ამის შესახებ გამოცემა „სანი“ იტყობინება. ლეგენდარული „ბითლზის“ წევრს ჯილდოს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის გადასცემენ. დაჯილდოვების ცერემონია პირველ იანვარს ბუკინგემის სასახლეში გაიმართება.