შობის დღესასწაული ამერიკის პირველმა ოჯახმაც იზეიმა. დონალდ და მელანია ტრამპები საშობაო ლოცვას პალმ-ბიჩის ეკლესიაში დაესწრნენ. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ფლორიდის რეზიდენციაში ბავშვებს უმასპინძლეს და ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ სამხედროებს შობა მიულოცეს.