საფრანგეთის ალპებში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამთო-სათხილამურო კურორტ ჩამრუსზე საბაგირო გაიჭედა. 25 მეტრის სიმაღლეზე გონდოლებში 200-მდე ადამიანი დარჩა. მაშველებს მათ ჩამოსაყვანად ვეტმფრენების გამოყენება დასჭირდათ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.