კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბეთლემში შობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა რომის კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოსმა პიერ ბატისტა პიცაბალამ აღავილნა. წმინდა მიწიდან მან ქრისტიანებს მიმართა. სადღესასწაულო მესას, ტრადიციულად, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი ესწრებოდა.