"დინამოს" სტადიონთან მდებარე კორპუსში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია სტაციონარში. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.