დედაქალაქის მერი დღეს ლილოს ბაზრობას ესტუმრა. კახა კალაძემ საახალწლო ილუმინაციების შესაძენად 14 ლარი დახარჯა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ფანჯრებისა და აივნების მორთვისკენ.
„ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან საინტერესო აქცია ერთად შევქმნათ ახალი წელი, ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენ ვთხოვეთ მოსახლეობას, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, ჩაერთოს ამ აქციაში და ერთად მოვრთოთ ჩვენი ფანჯრები, ჩვენი აივნები. ჩვენ ყველა შეძლებისდაგვარად ვემზადებით საახალწლოდ. ჩვენ ვართ ლილოს ბაზრობაზე და გვინდა, შევიძინოთ საახალწლო ილუმინაცია, რომელიც შემდეგ გადმოვკიდო ჩემი სახლის აივანზე“, – განაცხადა კალაძემ.