ლოს-ანჯელესში მაჩეტეთი შეიარაღებული უცნობი გამვლელებს დაესხა თავს. დაჭრილია სულ მცირე 9 ადამიანი. თავდასხმა კანოგას პარკში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანი მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს და რამდენიმე მათგანი დაჭრა. დაჭრილებს შორის არის თავდამსხმელიც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარი სხვა დეტალები უცნობია.