პუჩდემონს ბარსელონაში დაბრუნება პარლამენტის სესიის გახსნამდე სურს. კატალონიის ავტონომიის ყოფილმა პრეზიდენტმა ესპანეთის ხელისუფლებას ტელეეთერით ბელგიიდან მიმართა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, მას სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს ბარსელონაში და კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტის პოსტი ისევ დაიკავოს.
კარლეს პუჩდემონის თქმით, თუ ესპანეთის ხელისუფლება მას ფიცის დადების საშუალებას არ მისცემს, ის ამგვარად უხეშად დაარღვევს ქვეყნის კანონმდებლობას, რაც მას ძვირად დაუჯდება.
კარლეს პუჩდემონს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრება. ესპანეთის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიხედვით, მას საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავებენ და ამბოხის მოწყობის მცდელობის გამო გაასამართლებენ.
კატალონიაში გამართულ არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვეს. კარლეს პუჩდემონმა არჩევნების შედეგები "მადრიდისთვის სილის გაწნად" შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე ხმის მისაცემად ამომრჩევლების 80 პროცენტი მივიდა.