სს „საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.
აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.
დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877
|
გასვლა
|
ჩასვლა
|
გამოსვლა
|
ჩამოსვლა
|
08:50
|
13:08
|
19:45
|
23:59
|
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807
|
გასვლა
|
ჩასვლა
|
გამოსვლა
|
ჩამოსვლა
|
10:30
|
15:30
|
17:10
|
22:03
|
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!