ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ქუთაისის ინტერვენციულ საავდმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდს თავის ტვინის დაჟეჟილობა აქვს მიღებული.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. 8 წლის ბიჭი ცენტრალურ საავტომობილო გზას კვეთდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.