დონალდ ტრამპმა საგადასახადო რეფორმას ხელი მოაწერა. 1986 წლიდან ეს ყველაზე მასშტაბური რეფორმა იქნება, რომელსაც კონგრესმა მხარი მიმდინარე კვირას დაუჭირა. რეფორმის გატარება შეერთებულ შტატებს 1,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ის კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირებას 35-დან 21 პროცენტამდე ითვალისწინებს.