ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავს რუსოფილად თვლის. ამის შესახებ მან მოსკოვში ვიზიტისას რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე წინაპრები მყავდა აშშ-ში, გერმანიასა და მოსკოვში. მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთში, რომელსაც ბორისი ჰქვია და ამასთან, რუსოფილი ვარ. დღეს ბრიტანეთის პირველ დიპლომატს ბორისი ჰქვია, მაგრამ ბორისოვი, ალბათ, ამ პოსტზე კიდევ დიდი ხანი არ იქნება,“-იხუმრა ჯონსონმა.