მელბურნელმა თავდამსხმელმა საავადმყოფო დატოვა. კლინიკიდან ის გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, ის 32 წლის ავღანელია, რომელსაც ავსტრალიის მოქალაქეობა აქვს და წარსულში ნარკოდამოკიდებულებასთან ერთად ფსიქიკური პრობლემებიც აღენიშნებოდა. ავტომანქანა მელბურნის ცენტრში გუშინ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუცია.