სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ხანძარი გვიან ღამით ქალაქ ჯეჩეონში მდებარე გაზის ქარხანას გაუჩნდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. შენობა ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.