პერუს პრეზიდენტი იმპიჩმენტს გადაურჩა. ერთპალატიანმა პარლამენტმა პედრო კუჩინსკისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად 87 ხმა იყო საჭირო, თუმცა კუჩინსკის გადაყენებას ხმა მხოლოდ 78-მა დეპუტატმა მისცა. პერუს პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს.