მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. დანაღმული ავტომობილი ყანდაღარის პროვინციაში აფეთქდა. აფეთქებას 6 სამართალდამცველი ემსხვერპლა. ამდენივე დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცრთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.