გაეროში აშშ ელჩმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ნიკი ჰეილიმ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და ის ქვეყანები ჩამოთვალა, ვინც ამერიკის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ მისცა ხმა. ჩამოთვლილ ქვეყნებში საქართველოც მოხვდა. “ჩვენ ვაფასებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც არ დადგნენ გაეროს უპასუხისმგებლო ქმედებების გზას," - ნათქვამია განცხადებაში. რეზოლუციას 128 ქვეყანამ დაჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 9, თავიშეიკავა 35-მა. ქართული დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა. კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოსთან მიმართებაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავისშეკავება ფიქსირდება.