ევროსაბჭომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ 6 თვით გაუგრძელა. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ევროსაბჭოს ცნობით, სანქციების გახანგრძლივების მიზეზი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მ და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო მიიღეს.