გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობაზე უარი თქვა. საგანგებო სხდომაზე მიიღეს რეზოლუციაც, რომელიც შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უარყოფს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 128 ქვეყანამ, თავი შეიკავა 35-მა, დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ კი 9 ქვეყანა გამოვიდა. გაეროს გენერალურმა ასაბლეის საგანგებო სხდომა აშშ პრეზიდენტის განცხადებიდან ორ კვირაში გაიმართა. 6 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს.