საქართველომ გაერო-ს საგანგებო სხდომაზე, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გრაფაში ხმის არც წინააღმდეგ მიცემა, არც თანხმობა და არც თავის შეკავება ფიქსირდება.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ.
კენჭისყრისას თავი 35-მა ქვეყანამ შეიკავა.