ნიდერლანდის სამეფომ მიხეილ სააკაშვილს ვიზა მისცა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Telegraaf იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა ვიზა კიევში ჰოლანდიის საელჩოს მეშვეობით მიიღო, რაც ჰოლანდიის უშიშროებისა და მართლმაჯულების სამინისტრომ უკვე დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ვიზა სააკაშვილზე იმ მოტივით გაიცა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ჰოლანდიის მოქალაქის, სანდრა რულოვსის ქმარია, მასთან ორი შვილი ჰყავს და „ოჯახის გაერთიანების“ უფლებით სარგებლობს.