აჭარის ა.რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 48 800 000 ლარით გაიზარდა და 355 000 000 ლარი შეადგენა. მთავარი ფინანსურ დოკუმენტი აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები შემდეგნაირად გადანაწილდა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 4 846 800 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 636 600 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მასთან არსებული ორგანიზაციები - 76 763700 ლარი, მათ შორის:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 3 556 700 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4 341 000 ლარი; 178 800 ლარით გაიზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 9 764 800 ლარი; 2 323 200 ლარით გაიზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 2 179 800 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 56 921 400 ლარი; 7 790 300 ლარით გაიზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 45 595 800 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50 269 600 ლარი; ასიგნება 2017 წელთან შედარებით 3 773 400 ლარით გაიზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 15 765 800 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 12 885 200 ლარი; ასიგნება 856 100 ლარით გაიზარდა.
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები- 148 236 600 ლარი;
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელების მოცულობა 14 316 200 ლარით გაიზარდა.