შეერთებული შტატები ხალხის ნებას დოლარებით ვერ იყიდის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„აშშ-ს დემოკრატიის აკვანს უწოდებენ. დემოკრატიის აკვანი კი ცდილობს ერების ნება დოლარებით იყიდოს. ბატონო ტრამპ, თქვენ ვერ იყიდით ჩვენს ნებას. სრულიად მსოფლიოს მოვუწოდებ: არ გაყიდოთ თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის დოლარებად,“- აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.