ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენების იგორ კოლომოისკის და გენადი ბოგოლიუბოვის აქტივები დააყადაღა.
სასამართლომ უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის „პრივატბანკის“ მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. 2016 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის შემდეგ ბანკის ყოფილი მფლობელების წინააღმდეგ საქმე აღიძრა.
„პრივატბანკის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში კოლომოისკის და ბოგოლიუბოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მათ ბრალად 2 მილიარდი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა.