ბოლო ორი წლის განმავლობაში ავიაკომპანიების ნაწილმა აშშ-დან და ევროპიდან სტამბოლის მიმართულებით რეისები შეაჩერეს.
თურქეთის უმსხვილეს მეგაპოლისში ფრენებზე უარი თქვეს Air France-მ, Air Canada-მ, Austrian-მა, Iberia-მ, Alitalia-მ, Delta-მ და Swiss-მა.
აღნიშნულის მიზეზად ავიაკომპანიები უმეტესად თურქეთის მიმართულებით დაბალ მოთხოვნას და ზოგადად თურქულ ავიაკომპანიებთან მაღალ კონკურენციას ასახელებენ.
როგორც ირკვევა თურქეთში გერმანელი ტურისტების ნაკადი სტაბილურად მცირდება. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში თურქეთს 5,1 მლნ გერმანელი ტურისტი სტუმრობდა ეს იმ ფონზე როდესაც 2016-2017 წლების ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 3,6 მლნ და 3,4 მლნ ტურისტს შეადგენდა.