საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი ნანობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეკომპანია ZIK-თან საუბრისას განაცხადა.
"არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა ვცდებოდი. ვნანობ, რადგან ვხედავდი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. ხანდახან ცუდსა და უარეს შორის უნდა გააკეთო არჩევანი. ამის შეცვლა შეუძლებელია. ყოველთვის მინდა დავეხმარო ადამიანებს, ალბათ როგორც ჰოლანდიელს, მინდა, რომ სხვადასხვა პოზიციებს შორის ოქროს შუალედი დავიჭირო, რისი გაკეთებაც პოლიტიკაში ძალიან რთულია, რადგან რესურსი ცოტაა, დროც ცოტაა და რთული ერთი კონკრეტული მხარის არჩევა", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარად იყო წარდგენილი "ნაციონალური მოძრაობიდან".