ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი, - ამის შესახებ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ სტრატეგიის ცენტრალური ხაზი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
,,ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდი პროგრესი, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების, კანონის უზენაესობის მშენებლობა ქვეყანაში. ამ სტრატეგიის ცენტრალური ხაზი გახლავთ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დიდი ხანია, ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ვექტორი. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენი შიდარეფორმების დღის წესრიგს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.