ელბურნში ავტომანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. ამის შესახებ ვიქტორიას შტატის პოლიციის უფროსმა განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი აქტი, თუმცა გამოძიება ადრეულ ეტაპზეა და დანასაულის მოტივზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია,"- აღნიშნა რასელ ბერეტმა.
ინციდენტი დღეს მელბურნის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა. მანქანის მძღოლი და კიდევ ერთი პირი პოლიციამ დააკავა. ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.